მე-11 მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს

მე-11 მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კვირის ბოლოს საშემოდგომო სესია დაიხურება, ხოლო შაბათს – 14 დეკემბერს, პარლამენტში საარჩევნო კოლეგია პრეზიდენტს აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები