“ჩვენ თუ არ დავასრულეთ პირველი ფაზა ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ ძალიან გვიან იქნება” – გახარია
“ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე, ეს ძალიან გვიან იქნება”, – ამის შესახებ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ამიტომ, ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინსტიტუტების”, – აღნიშნა გახარიამ.