“EED -სა და USAID -თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“ – მაჭავარიანი
“რას ამბობდნენ ისინი [ოპონენტები] – რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, ენჯეო სექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.
„გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ EED -სთან და USAID -თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.