სამტრედიაში, მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, გურიელიძეების უბანში ასფალტ-ბეტონის გზა ეწყობა.
სამტრედიის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
“პარალელურად, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ამავე სოფელში, ხუჭუებისა და მჟავიების უბანში. 1400 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი იგება სოფელ ბუღნარაში ე.წ. ბაძგარას უბანში.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან – ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ჩამოთვლილ ლოკაციებზე კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.