ირაკლი კობახიძე: სამართლისა და კანონის უზენაესობას გავუფრთხილდებით ბოლომდე, არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება

“სამართლისა და კანონის უზენაესობას გავუფრთხილდებით ბოლომდე, არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო დაახლოებით 500-კაციანი ძალადობრივი დაჯგუფება უხეშად და სისტემურად ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ, აზიანებდა სახელმწიფო და მუნიციპალურ ქონებას და ასეთი კანონდარღვევები დაუსჯელი ვერ დარჩება.

„სადაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, იქ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სადაც არის ადმინისტრაციული გადაცდომები, იქ იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კონკრეტული პარტიული ოფისები გამოიყენებოდა ამ ძალადობის ორგანიზებისათვის, აქაც საჭირო იქნება გამოძიება და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას დავანახეთ ის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობს კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა, ამის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. არანაირი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება. სამართლისა და კანონის უზენაესობას ბოლომდე გავუფრთხილდებით “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები