შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი არ აქვთ

“სწორედ ამიტომ დაემალნენ ისინი დებატებს, როგორც კი ყვირილი ჩაცხრება, ხმაური შეწყდება და იწყებენ საუბარს, ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი არ აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილი არჩევნების ჩაშლა იყო.

„ეს იყო მხოლოდ საბაბი, როცა ვხედავთ თითქოს, ევროპასთან დაკავშირებულ ხმაურს. სინამდვილეში ამის უკან დგას ფრუსტრაცია წაგებული არჩევნების გამო. ამიტომაც არის, რომ ამ აქციებზე ვერ ვხედავთ გამომსვლელებს, მიკროფონებსა და მიმართვებს იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი არ აქვთ. სწორედ ამიტომ დაემალნენ ისინი დებატებს, იმიტომ, რომ როგორც კი ყვირილი ჩაცხრება, ხმაური შეწყდება და იწყებენ საუბარს, ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი არ აქვთ და ერთადერთი მათი სათქმელი არის ის, რომ გაწბილებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიუჩინა მათ არჩევნებზე მათი ოპოზიციური ადგილი. შესაბამისად, ეს არის მათი მთავარი სატკივარი თუ საზრუნავი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი, რაც მათ სურდათ, რომ ჩაეშალათ ეს არჩევნები, მაგრამ ვხედავთ, რომ ამას რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები