პეტერ ფიშერი: გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ – შეგიძლიათ, ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ, ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა”, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

მისივე თქმით, სურვილია რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ.

„დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებით“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები