ნინო ნადირაძე – ალეკო ელისაშვილზე: გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები – მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი
„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო შემოწმება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი. თავის არეში ტრავმა გონების კარგვის ეპოზოდს არ აღნიშნავდა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნეკნების მოტეხილობა თუ აღენიშნებოდა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.