საფრანგეთის პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 577 დეპუტატიდან 331-მა დეპუტატმა მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა.
ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს შუამდგომლობა მას შემდეგ, რაც ბარნიემ სადავო გზით გამოიყენა სპეციალური უფლებამოსილება, რათა ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე გაეტარებინა.
მას შემდეგ, რაც ბარნიე ოფიციალურად გადადგება, ის გახდება ყველაზე ხანმოკლე პრემიერ-მინისტრი თანამედროვე საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში და პირველი, ვინც პარლამენტმა 1962 წლის შემდეგ გაათავისუფლა.