რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკვე სამი საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები შეკრებილი არიან ჭიჭინაძის ქუჩაზეც.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალებიც.

აქციის მონაწილეები ამჯერად მხოლოდ ჰაერში ისვრიან ფეიერვერკებს.

საავტომობილო გზა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები