ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გამყრელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, ამ დრომდე სოფელ წესში მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება. სასიხარულოა ის, რომ ოჯახი ახალ წელს ახალაშენებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლში შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ  აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტის ისტორიაში წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 2 ოჯახისთვის სახლების მშენებლობა. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და იმოქმედებს მანამ სანამ ყველა მსგავსი საჭიროების მქონე ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წესში, მერაბ გამყრელიძის სახლის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლის გადახურვის სამუშაოები და მისი ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები