“პედაგოგებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, ჩართონ ბავშვები ისეთ პროცესში, რომელიც, რასაკვირველია, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული” – ვოლსკი

“პედაგოგებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, ჩართონ ბავშვები ისეთ პროცესში, რომელიც, რასაკვირველია, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული”- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

დეპუტატი სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესის შეფერხებას აფასებს.

„ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ მაღალი კლასის მოწაფეები, რომლებიც გარეთ არიან გამოსული და ერთი ლოზუნგი აქვთ თავში ჩადებული, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, არამედ მეორე, მესამე, მეოთხე დაბალი კლასების მოწაფეები, რომლებიც მოაბიჯებენ კონკრეტულ ადამიანებთან ერთად. მათ შორის პედაგოგებად წოდებულ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ ეს ბავშვები ჩართონ ისეთ პროცესში, რომელიც, რასაკვირველია, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები