მდინარაძე – აშშ-ის საელჩოს ქარდებზე: მგონი, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და „ფეისბუქის“ ადმინად
“მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და „ფეისბუქის“ ადმინად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე ამერიკის საელჩოს გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.
„თამაში ხომ არ არის – საელჩოა! რა გამწარდა ასეთი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მინავლებულ პროცესში, რომ ახლა უნდა დაგვარტყას განსაკუთრებულად. სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერეს, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ კიდევ კარგი, ხალხი ამას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მოქნეული, გაბოროტებული კუდი“, – აღნიშნა მდინარაძემ.