“მიგვაჩნია, რომ თუ რამე არ არის ევროპული ღირებულება, ეს არის შანტაჟი” – იონათამიშვილი

“მიგვაჩნია, რომ თუ რამე არ არის ევროპული ღირებულება, ეს არის შანტაჟი. თუ რამე არის პრინციპი, რომელიც ნამდვილად ევროპულია, ეს არის საქმე, ამიტომ, ჩვენი არჩევანი არის საქმე შანტაჟის ნაცვლად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მაინც მოიპოვა პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

“ისიც გვახსოვს, როდესაც პერსპექტივა მივიღეთ ძალიან ბევრი აქტორი გამოვიდა და საბოლოოდ, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა უსამართლო გადაწყვეტილების გამო. ამიტომ, ეს შანტაჟი რომ იყო უსამართლო, ჩვენ თვითონ ამ პირებისგანაც მოვისმინეთ, ვინც ამ შანტაჟის უკან იდგა.

ჩვენი არჩევანი არის საქმე იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი სამართლიანობისა და დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. თუ ასე არ არის, მაშინ ვინმე გამოვიდეს და ახსნას, რომელი კრიტერიუმით დგას მოლდოვა საქართველოზე წინ,’’ – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები