“არ ვიცი, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რა გამოცდილება აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რანაირად იცის და გრძნობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ალბათ აქვს გარკვეული გამოცდილება თავისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე” – გორდულაძე

“არ ვიცი, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რა გამოცდილება აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რანაირად იცის და გრძნობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. ალბათ აქვს გარკვეული გამოცდილება თავისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

“როგორ შეიძლება, ამ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, მის სიტყვებს რაიმე ფასი ჰქონდეს?! თითოეული მისი ქმედება და სიტყვა, თითოეული მისი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული.

იცით რატომ არ იხევენ უკან ეს პოლიციელები, ქალბატონ სალომეს უნდა გავახსენო, რაც მას ასე ძალიან აკლია, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანა გიყვარდეს, შენი სამშობლო გიყვარდეს, შენი გვერდზე მდგომი მეგობარი გიყვარდეს და ასე ცდილობდნენ, რომ დაწვან, პირდაპირი მნიშვნელობით, ცოცხლად დაწვან. ამიტომ დგანან ეს გმირი პოლიციელები, ამიტომ არ იხევს თითოეული მათგანი უკან და ახლა ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია, რომ თურმე ნარკოტიკებია საჭირო იმისთვის, რომ სამშობლო გიყვარდეს? ეს არის მისი მორალი, უფრო სწორად უმორალობა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები