ნინო წილოსანი: აქციის მონაწილეების მხრიდან ფაქტობრივად ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენება პიროტექნიკა, რომლითაც არაერთი პოლიციელი უმძიმესად დაშავდა

,,აქციის მონაწილეების მხრიდან ფაქტობრივად ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენება პიროტექნიკა, რომლითაც არაერთი პოლიციელი უმძიმესად დაშავდა. ამ პირობებში გამორიცხული არ არის, რომ მათ შორის მათ რიგებშივე დაშავდეს ვინმე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დემონსტრაციების საშუალება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა დარჩეს გამოხატვის ნორმალურ ფორმებში.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უნდა რაიმეს გაპროტესტება, ამ ქვეყანაში დემონსტრაციების საშუალება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა დარჩეს გამოხატვის ნორმალურ ფორმებში და მშვიდობიანი მიზნები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები