12 მარტი ილია ჭავჭავაძის ერთგული მეუღლის – ოლღა გურამიშვილის დაბადების დღეა

1842 წლის 12 მარტს, ილია ჭავჭავაძის ერთგული მეუღლე და თანამოაზრე, ოლღა გურამიშვილი დაიბადა.ამის შესახებ თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქვეყნებს სტატუსს.
„მეუღლე ილიასი აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის-მომქმედი, ყოვლის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე თავისის სახელოვანის ქმრისა და მაღმერთებელი მისის ნიჭისა“… – გრიგოლ ყიფშიძე.
ოლღა გურამიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, წლების განმავლობაში დახმარებას უწევდა ქართულ თეატრს, ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას. ოლღა გურამიშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფინანსური გაძლიერებისათვის ყოველწლიურად მართავდა „ლატარია ალეგრებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები