ბესენტმა არ გამორიცხა აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირება

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა არ გამორიცხა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტეში ტანკერები საერთაშორისო კოალიციასთან ერთად გააცილონ, თუმცა მისი შემადგენლობა არ დაუსახელებია.

„მე მჯერა, რომ როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება, აშშ-ის საზღვაო ძალები, შესაძლოა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, გემებს სრუტეში გააცილებენ“, – განუცხადა მან Sky News-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები