პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერი უკვე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გაეცნო.
“ოლიმპიური სტანდარტების, 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ძირითადი აუზის გარდა, მოეწყობა სამი საბავშვო საცურაო აუზი.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა. პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონი ლარია,”- წერია ინფორმაციაში.