ზამურ ჭითანავამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.

შენობაში განთავსებულია, ასევე, კვების სივრცე, ადმინისტრაციული, მუსიკის ოთახები და სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და სათამაშო მოედანი.

სოფელ ტალავერის № 1 სკოლის მშენებლობა სახელმწიფომ 2.1 მილიონი ლარით დააფინანსა”, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები