მამუკა მდინარაძე: მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან ქვეყანას

მინდა მადლობა გადავუხადო შსს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავის ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მოცემულ შემთხვევაშიც გუშინ, გუშინწინ მძიმე სამუშაოს მიუხედავად ცდილობენ მოითმინონ ყველა ის შეურაცხყოფა ფიზიკური თუ სიტყვიერი, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტებისმხრიდან და თავის პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად მაინც, ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები