ხვიჩა კვარაცხელია: ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო

ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“უმძიმესი დღეა! გარდაიცვალა ჩვენი ერის სულიერი მამა და წინამძღოლი. სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი. ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო”, – წერს კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები