დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სიონში დაკრძალვასთან დაკავშირებით პატრიარქის სურვილზე: არის ამის შესახებ ცნობა, თუმცა ეს სინოდმა უნდა დააწესოს, როგორც წესია
“არის (სიონში დაკრძალვასთან დაკავშირებით პატრიარქის სურვილზე) ამის შესახებ ცნობა, თუმცა ეს სინოდმა უნდა დააწესოს, როგორც წესია”,- ამის შესახებ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკრძალვის თარიღიც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“დაკრძალვის თარიღზეც შევიტყობთ სინოდის დასრულების შემდეგ.
ძალიან ბევრია სამძიმრები და არა მარტო მართლმადიდებლური საზოგადოებისგან”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.