კალასი: რუსეთი ირანს ამერიკელების მოსაკლავად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, რუსეთი ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.
როგორც Politico იუწყება, ამის შესახებ მან G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
კალასის თქმით, ეს თეირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებაში დაეხმარა.
მისივე განცხადებით, რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების გზით ეხმარება „ამერიკელებზე თავდასხმაში, ამერიკელების მოკვლაში“.
„რუსეთი ასევე უჭერს მხარს ირანს დრონებით, რათა მან შეძლოს მეზობელ ქვეყნებზე, ასევე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა“, – თქვა მან.