ბანგლადეშში ავტობუსი 9 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა – დაღუპულთა შორის არიან ბავშვები(ვიდეო+18)

ბანგლადეშში, დაულატდიას საბორნე ტერმინალზე, სამგზავრო ავტობუსი პადმას მდინარეში ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსმა კონტროლი დაკარგა, გადაბრუნდა და დაახლოებით, 9 მეტრის სიღრმეზე წყალში ჩაიძირა.

შემთხვევას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები, რადგან ბევრი მგზავრი ჩაძირულ მანქანაში იყო ჩარჩენილი.

სამაშველო ჯგუფები, მათ შორის სახანძრო სამსახური და სანაპირო დაცვა, ავტობუსისა და მასში ჩარჩენილი გარდაცვლილების ამოსაყვანად საათობით მუშაობდნენ.

ხელისუფლებამ ავარიის მიზეზის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები