გიორგი გაბუნია: უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ

„უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას მოერევა.

„უწმინდესის მაღალი დიპლომატიის და მაღალი აკადემიზმის რბილი განცხადებები და მისი სიფრთხილე გამოწვეული იყო, რომ ის ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ. ზუსტად ის ადამიანები და მათი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს აქტიურობენ, ფაქტია, რომ მათი განწყობა და დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩათვალეს, რომ დღეს პატრიარქი არ ჰყავს ეკლესიას და შესაძლებელია, რომ ისევ იმავე რიტორიკით კბილი მოუსინჯონ ჩვენს ეკლესიას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გარკვეული განცხადებებით უკვე დაწყებულია ეს კამპანია.

მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენმა ეკლესიამ ძალიან ბევრ განსაცდელს გაუძლო და ყველა სიძნელე გადაიტანა, რომელიც მას განადგურებას უქადდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას და ჩვენს ეკლესიას მოერევა. ნებისმიერი ის მცდელობა, როდესაც მორალური პიედესტალიდან შეეცდება ნებისმიერი ადამიანი, რომ ჩირქი მოსცხოს ჩვენს ეკლესიას და ეცადოს დააზიანოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ძალიან ცუდად დაუმთავრდება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები