ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ Ukrinform-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით იუწყება.
„ჰანო პევკურმა ზამთრის წინ თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უნიფორმებს მოიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პევკურმა სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, დახმარების ამ პაკეტს უკრაინა მომავალ წელს მიიღებს.