“თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, სანიაღვრე ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, დედაქალაქში წმენდა-რეცხვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, სანიაღვრე ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, დედაქალაქში წმენდა-რეცხვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებითა და კომპანიის თანამშრომელთა ჩართულობით, ბარათაშვილის აღმართზე არსებული სანიაღვრე არხი სრულად გაიწმინდა.

“სამუშაოების შედეგად, არხი ნალექისა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გათავისუფლდა, რაც ხელს შეუწყობს უხვი ნალექის დროს წყლის ნაკადების შეუფერხებელ გატარებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები