The Times Of Israel: ისრაელი ირანთან ომის განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ იერუსალიმი ირანის წინააღმდეგ ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება.
„ამერიკელები ხვდებიან, რომ ირანთან მოლაპარაკებები არსად მიდის“, – ამბობს The Times Of Israel-თან ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით.
„ჩვენ ვემზადებით [განახლებული] საბრძოლო მოქმედებებისთვის, რომლებიც რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდება და ველოდებით ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას. 24 საათში მეტს გავიგებთ“, – დასძენს ჩინოვნიკი.