მაია ბითაძე: დიდი პროპაგანდისტული მანქანა, რასაც ევროკავშირი ამუშავებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ შეასრულებს იმას, რასაც მოითხოვს ევრობიუროკრატია

“დიდი პროპაგანდისტული მანქანა, რასაც ევროკავშირი ამუშავებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ შეასრულებს იმას, რასაც მოითხოვს ევრობიუროკრატია”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის დაგვიანებით მაგრამ მაინც მინიჭებით იყო მცდელობა საქართველოში კვლავ გაბატონებულიყო ევრობიუროკრატების მიმართ უთქმელი მორჩილება.

„როგორც კი იგრძნეს, რომ საქართველომ გარკვეულ საკითხებში მათ წინააღმდეგობა გაუწია, მივედით იქამდე, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ევროკავშირმა გაყინა მაღალ დონეზე საქართველოსთან ურთიერთობები და ევროკავშირის ელჩი პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

საბოლოო ჯამში მივდივართ ისევ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობამდე, საქართველო როგორც დერეფანი, დაკავშირებადობის მთავარი ხაზი, მათ შორის ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი, ევროკავშირი, რომელიც გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში საკმაოდ დასუსტდა განსაკუთრებით საჭიროებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მათ შორის სხვადასხვა ლოჯისტიკურ დერეფნებს, რომელთა შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო და სანდოა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები