პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც სამს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს – ისინი სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები