შალვა პაპუაშვილი: გავანაწყენეთ ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსი იმით, რომ არ დავაწესეთ სანქციები, მაგრამ რა ვქნათ – სჯობს განაწყენდნენ სხვები, ვიდრე განაწყენდეს ქართველი ხალხი
“გავანაწყენეთ ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსი იმით, რომ არ დავაწესეთ სანქციები. დღესაც ხომ ვხედავთ, რომ წამოსაძახებელი აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც არჩევანია სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, მმართველი გუნდი ყოველთვის ქართველ ხალხს ირჩევს.
„გუშინ ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანქციებს არ ვუწესებთ რუსეთს და ნაწყენია ამაზე. გავანაწყენეთ ბევრი პოლიტიკოსი, მაგრამ რა ვქნათ. ჩვენთვის 10%-იანი ზრდა არის მნიშვნელოვანი და სჯობს განაწყენდნენ სხვები, ვიდრე განაწყენდეს ქართველი ხალხი.
ჩვენ, როდესაც არჩევანი გვაქვს სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, ვირჩევთ ყოველთვის ქართველ ხალხს, ხოლო, ოპოზიცია, როდესაც არჩევანი აქვს სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, ხაზს ვუსვამ, ყოველთვის, ირჩევს უცხოს იმისთვის, რომ მისი შექებაა მისთვის მნიშვნელოვანი და არა ქართველი ხალხის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.