ნორვეგია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 109 მილიონ ევროს გამოუყოფს
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გრანტის სახით უკრაინას 109 მილიონ ევროს გამოუყოფს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნორვეგიის დახმარება F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის საჭირო ნაწილებსა და შეიარაღებაზე დაიხარჯება.
„ამ გრანტით ნორვეგია საკუთარ წვლილს შეიტანს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაუმჯობესების საქმეში“, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
ოფიციალურად ხარჯებს ნორვეგიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს შემოდგომის ბოლომდე წარუდგენს, ხოლო მისი დამტკიცების შემდეგ, თანხები უკრაინას გადაეცემა.