შალვა პაპუაშვილი: ამ არჩევნებმა კიდევ ერთი უარესი რამ გვაჩვენა – აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გვყავს ასევე ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისეთი არადემოკრატიული პარტიები, როგორებიც “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტებია, ხალხის საარჩევნო უფლებას არ აღიარებენ.

მისივე თქმით, არჩევნებმა არასამთავრობო სექტორის ნაწილის არადემოკრატიულობაც აჩვენა.

„როცა ვსაუბრობდით „ნაცმოძრაობაზე“ და მის სატელიტურ პარტიებზე, ზუსტად ეს მოგვყავს არგუმენტად. ეს არის არადემოკრატიული პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის საარჩევნო უფლებას და ამბობენ, რომ მათი ე.წ. ელიტური ჯგუფები უნდა მართავდნენ ქვეყანას და უნდა ჰქონდათ გარკვეული ელიტური მმართველობა, როდესაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ისე, რომ არ აქვთ დემოკრატიული მანდატი ხელმძღვანელობს ქვეყანას.

თუმცა, ამ არჩევნებმა კიდევ ერთი უარესი რამ გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გვყავს ასევე ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები. ვხედავთ ახლა იმ რამდენიმე მილიონერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულები იყვნენ საარჩევნო კამპანიაში (ეს აღიარა ანტიკორუფციულმა ბიურომ და დაადასტურა ქართულმა სასამართლომ) და ახლა ვხედავთ, რომ პირადად ამ ენჯეოებმაც წააგეს არჩევნები და ახლა ცდილობენ ხმის უფლება წაართვან ქართველ ხალხს და თავს მოახვიონ საკუთარი მმართველობა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები