ელენე ენუქიძე: იყო გამოვლენილი მცირედი ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ ცესკო 15-20 წუთის განმავლობაში ცდილობდა მათ აღმოფხვრას
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „თავისუფლების ფონდი“ ჩატარებულ არჩევნებს აფასებს.
ორგანიზაცია, რომლის დამკვირვებლებიც მიმდინარე პროცესებს საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდნენ, აცხადებს, რომ მათი დაკვირვების ფარგლებში გამოიკვეთა მცირედი ტექნიკური ხარვეზები, რომლის მიზეზიც თავად ორგანიზაციის განმარტებით, ხმის მიცემის ახლად დანერგილ მეთოდოლოგია გახდა.
„თავისუფლების ფონდის“ განმარტებით, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლის მცდელობასაც, თუმცა ცესკომ როგორც აღნიშნული შემთხვევები, ასევე ტექნიკური ხარვეზები მყისიერად აღმოფხვრა. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „თავისუფლების ფონდი“ ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას ამზადებს, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებოდით არჩევნების პროცესს. იყო გამოვლენილი მცირედი ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ ცესკო 15-20 წუთის განმავლობაში ცდილობდა მათ აღმოფხვრას. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების მიერ კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის მცდელობას, მაგრამ ჩვენს დამკვირვებლებს, რომლებიც ობიექტურად აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს ყოველ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და ცესკო ზრუნავდა იმაზე, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარებულიყო“, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელენე ენუქიძემ.