აფბა – არჩევნების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა
“არჩევნების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბა-ში აცხადებენ.
მათივე თქმით, აქციის ფასებს სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებთ რაც განპირობებული შეიძლება იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორის მათ შორის ეკონომიკური სიახლეების, ბაზრის განწყობისა და პოლიტიკური მოვლენების გავლენით.
“აქციის ფასებს სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებთ, რაც განპირობებული შეიძლება იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორის მათ შორის ეკონომიკური სიახლეების, ბაზრის განწყობისა და პოლიტიკური მოვლენების გავლენით.
გასულ კვირას თიბისი და საქართველოს ბანკის აქციის ფასები შემცირდა, რაც დიდწილად გამოწვეული იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით. ინვესტორები ხშირად სიფრთხილით ეკიდებიან მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს, შესაბამისად ხელახლა აფასებენ რისკებს და მნიშვნელოვან მოვლენებზე დაყრდნობით ახდენენ პოზიციების კორექტირებას, რაც აქციების ფასების მერყეობას განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ აქციის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც მიანიშნებს ინვესტორთა მხრიდან ნდობის განმტკიცებაზე. აღსანიშნავია, რომ ბანკების ფინანსურ უწყისებში არ შეინიშნება ისეთი მკვეთრი ცვლილებები რომელიც მათ ფინანსურ სიჯანსაღეს ეჭვქვეშ დააყენებს”, – ნათქვამია აფბას განცხადებაში.