ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო საბჭო დაკომპლექტდა

   თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო საბჭო ჰყავს. სამხატვრო საბჭო 17 წევრისგან დაკომპლეტდა, რომელშიც შედის ხელმძღვანელი, ორკესტრი, გუნდი. ასევე, საბალეტო დასის, სოლისტებისა და კონცერტმეისტერების დასიდან არჩეული 4 წევრი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი რეზო ჭეიშვილი განმარტავს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა სამხატვრო საბჭოს პრეროგატივაა. საკონკურსო განაცხადის შეტანის ვადა 20 დღეა. დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებისთვის ოპერის თეატრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები