ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

“აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება. ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები