ოკუპირებულ აფზაზეთში ფიქრობენ, რომ ინვესტიციების მოზიდვის საკითხში მათი კონკურენტები არიან საქართველო, თურქეთი და კრასნოდარის ტერიტორია

ინვესტიციების მოზიდვის საკითხში აფხაზეთის კონკურენტები არიან თურქეთი, საქართველო და რუსეთის კრასნოდარის მხარე,- ამის შესახებ ოკუპირებული სოხუმის ე.წ. ლიდერის, ასლან ბჟანიას მრჩეველმა, გარი დელბამ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ინვესტიციების მოსაზიდად არასათანადოდ მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი არსებობს.

დელბას თქმით, აუცილებელია ინვესტიციების მოსაზიდად მიზნობრივი დარგები იყოს შერჩეული. ამისთვის უნდა შეიქმნას მარტივი, გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა და უნდა არსებობდეს საგადასახადო შეღავათები.

„ჩვენ არ გვაქვს ინვესტიციების მოზიდვისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების უდიდესი ნაწილი, რაც მსოფლიოში გამოიყენება. არ შეგვიძლია, უცხოელ კლიენტს კრედიტი ან სესხი მივცეთ, ვერც სუბსიდირებულ განაკვეთს ვთავაზობთ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია – გარკვეული გადასახადებიდან მათი გათავისუფლებაა”,- განაცხადა ბჟანიას მრჩეველმა.

გარი დელბა ამბობს, რომ ისევე როგორც ბიზნესმენებს შორის მიმდინარეობს კონკურენცია ბიზნესში, ასევე ქვეყნებს შორის ინვესტიციების მოსაზიდად კონკურენცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები