“რაც უფრო სუსტი იქნება რადიკალური ოპოზიცია და ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სუვერენიტეტიც და დემოკრატიაც” – იონათამიშვილი

“რაც უფრო სუსტი იქნება რადიკალური ოპოზიცია და ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სუვერენიტეტიც და დემოკრატიაც”, – ამის შესახებ მმართველო გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ჩვენ გვყავს ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი და სასულიერო თარიღების მიმართ. ყოველ ჯერზე აქვთ იმის მცდელობები, რომ კიდევ უფრო მეტად გახლიჩონ საზოგადოება, უფრო მეტი რადიკალიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმი შემოიტანონ ამ პროცესებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შობის დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სახელმწიფოებრივ თარიღებზე და დღესასწაულებზე, იქნება ეს 26 მაისი, 9 აპრილი თუ ნებისმიერი სხვა თარიღი. ესეც მათ არაეროვნულ და უსამშობლო სახეს გამოხატავს. მათ არც ახალი წელი უხარიათ, არც 26 მაისი, არც შობა და აღდგომა. რაც მათ გაუხარდებათ, ის ჩვენს ქვეყანაში არასოდეს მოხდება. ყველამ კარგად ვიცით რაც არის ეს – თბილისის თავზე ბომბების წვიმა, ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევა, განადგურება და ა.შ. რეალური მიზანი ეს არის და ამ მიზნის მისაღწევად მზად არიან ცალ ფეხზე ირბინონ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები