თუ ლიბანზე თავდასხმები გაგრძელდება, ირანმა შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დატოვოს

ისრაელის შესაძლო თავდასხმებთან გასამკლავებლად, ირანი საპასუხო გეგმას ამზადებს. ამან, შეიძლება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიოს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფარსს“ ირანელმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმდინარე დარღვევებისა და ლიბანზე თავდასხმების ფონზე, ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ შემაკავებელი ოპერაციის ჩატარების შესახებ, ირანი, როგორც ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას განიხილავს.

თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ ლიბანზე თავდასხმები გაგრძელდება, ირანმა შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები