მერია: ქალაქ საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია განახლებულ შენობაში იწვევს სტუდენტებს

ქალაქ საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია განახლებულ შენობაში სტუდენტებს იწვევს.
ახალი ინფრასტრუქტურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა დაათვალიერეს.

სტუმრებს ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” დამფუძნებელმა სოფიო მაჭარაშვილმა და აკადემიის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელმა ილია იაკობაშვილმა უმასპინძლა.
სოფიო მაჭარაშვილის განმარტებით – თანამედროვე სტანდარტებით აგებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 5 000 000 ლარი დაიხარჯა. გარემო სტუდენტის ყველა საჭიროებებზეა მორგებული, სადაც ასევე იფუნქციონირებს კვლევითი ლაბორატორია და სტუდენტებისთვის საცხოვრებელი.
აკადემიაში სწავლა შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები, ვებტექნოლოგიები, ინფორმაციის ტექნოლოგია. ყველა პროგრამა და სასწავლო პროცესი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებს ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბართენდერი (ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი), რესტორნის მომსახურე პერსონალი (მიმტანი), სასტუმროს დასუფთავების პერსონალი, სასტუმროს მასპინძელი (მიღება-განთავსება), ქართული და საერთაშორისო კერძების მომზადება.
სწავლა ყველა პროგრამაზე აქაც სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროექტი USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები