მერია: მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 8 სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში,
ჯამში 8 სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება.ამის შესახებ ბორჯომის მერიაში აცხადებენ.
“რეკრეაციული პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი კი მიმდინარეობს.
სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე;
ბორჯომი მესხეთის N85;
ბორჯომი მესხეთის N91;
სოფელი სადგერი;
სოფელი ლიბანი;
პატარა მიტარბი;
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა წაღვერში;
სოფელ ტბაზე;
სოფელ კორტანეთში;
რეკრეაციული პროექტების ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, ნაწილი კი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით”,- წერია ინფორმაციაში.