“14 წლის ბიჭის, გიორგი ზერეკიძის გამოვლილი ჯოჯოხეთი და სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობა” – ნინო წილოსანი ვიდეომასალას ავრცელებს

“ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედია, უმძიმესი კადრები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის კადრებს ავრცელებს, სადაც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ გაუბედურებული ერთი ოჯახის ისტორიაა ასახული.

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ გაუბედურებული ერთი ოჯახის ისტორია. 14 წლის ბიჭის, გიორგი ზერეკიძის გამოვლილი ჯოჯოხეთი და სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობა.

სამწუხაროდ, ეს ოჯახი იმ მრავალთა შორის არის, რომლებიც მათ მწამებლურ რეჟიმს, ტერორს და მანიაკალურ ვნებებს შეეწირა”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები