ლევან ზალკალიანი იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყიბული-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს.

“დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

დღესვე მხარის რწმუნებულმა ბაღდათის მერ კახა ენუქიძესთან ერთად, მდინარე ხანისწყლის ხეობაში დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში 5 სოფლის საავტომობილო გზის გამაგრება მოხდა, ასევე უამინდობის შემთხვევაში მდინარის პირას მდებარე სახლების დატბორვის საშიშროება აღარ იქნება.

მონიტორინგის ფარგლებში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ფასადების რეაბილიტაციის, კორპუსების ეზოების მოპირკეთების, სკვერების განახლებისა და სოფლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები