გია ჭყონია: ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს განვახორციელებთ ერთად, ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის საკეთილდღეოდ – პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, შეხვედრა ჰქონდა, სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებთან.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე დელეგატმა განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრა. განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს განვახორციელებთ ერთად, ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის საკეთილდღეოდ“- განაცხადა გია ჭყონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები