ნინო ლაცაბიძე: რუსთავის განვითარება არ უნდა გაჩერდეს
“დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ დაპირებებზე, დღეს რუსთაველს შეუძლია ნახოს ყველა ის პროექტი, რაზეც ჩვენ გვისაუბრია არჩევნებზე. განწყობა არის ის, რომ რუსთავის განვითარება არ უნდა გაჩერდეს ისევე, როგორც ქვეყნის განვითარება”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველებმა კარგად დაინახეს განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„რთულად მიწევდა სამუშაო პროცესების წარმართვა იმ დროს, როდესაც საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი. სწორედ ეს იყო ხელშემწყობი იმის, რომ რუსთაველებს ენახათ განსხვავება რა გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ასევე ქალაქის მართვაში იყვნენ და რა გავაკეთეთ „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.