დავით ფაცაცია გარდაბანში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებს გაეცნო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გარდაბანში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და პირადად მოისმინა მათი საჭიროებები.
დავით ფაცაციამ დევნილ მოქალაქეებს გააცნო მათი მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობა, ასევე ისაუბრა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სახელმწიფოს ღირებულებებზე.
დავით ფაცაციამ ხაზი გაუსვა მშვიდობის და ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე, შეეხო საქართველოს ხელისუფლების სწორ სტრატეგიულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების პროცესები წინ მიიწევს.
„ჩვენ აფხაზეთელებმა ყველაზე კარგად ვიცით რას ნიშნავს მშვიდობა, გამოვიარეთ ომი, შიმშილი, დავკარგეთ სახლ-კარი, ოჯახი, ახლობლები, მეზობლები და მაინც ამ 33 წლიანი გოლგოთის გზისა, ვინარჩუნებთ ღირსებას, არ ვკარგავთ ჩვენს აფხაზეთში დაბრუნების იმედს.
იმისთვის, რომ ეს მოხდეს ჩვენ ყველა უნდა ვიდგეთ ერთად, ერთობით გავიმარჯვოთ ამ დიდგორის ბრძოლაში და მთელს მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ – ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს სამებას – ენას, მამულს და სარწმუნოებას, ღირსეულად სვლას ევროპისკენ!“, – დავით ფაცაცია