რუსთავს, მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა

რუსთავში, კიდევ ერთი ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მე-7 მიკრორაიონში, N12 და N15 კორპუსების მიმდებარედ, ახალი მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

” ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დაასრულა რუსთავის მერიის გუნდმა. აქ სკვერის მშენებლობა, პირველივე დღიდან მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით და ჩართულობით დაიგეგმა და შესრულდა ეს პროექტი. პირველად, შიდასაუბნო სივრცეში, სწორედ აქ განთავსდა რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი სკულპტურა, რომელიც ოჯახის სიძლიერეს განასახიერებს”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიებას, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაესწრნენ.

რუსთავის მერიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, ერთი თვის წინ დაიწყო.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციულ სივრცეში, დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და მწვანე დასასვენებელი ზონები მოეწყო. ახალ მწვანე სივრცეში განთავსდა რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება ,,ოჯახი”, რომლის ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი რატი ჯიქიაა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები