დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის  №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების საჭიროებებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.

„დავით მორგოშიამ პედაგოგებს არსებული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები